www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ჯიესენი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

ჯორჯიან სერვის ნეთვორკი - "GSN" 2011 წლიდან წარმატებით მუშაობს ქართულ ბაზარზე. კომპანია არის POS აღჭურვილობისა და POS პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე დიდი დისტრიბუტორი საქართველოში. "GSN"-ის მთავარი პროდუქტებია: POS სისტემები, POS პროგრამული უზრუნველყოფა, სალარო აპარატები, ფისკალური პრინტერები, შტრიხკოდების სკანერები, ელექტრონული სასწორები და ა.შ. ორგანიზაცია წარმოდგენილია 15 ფილიალით მთელ საქართველოში, სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში.

"GSN"-ის მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდს: http://www.gsn.ge

ჯორჯიან სერვის ნეთვორკი - "GSN" აცხადებს კონკურსს თბილისში, წერეთლის ფილიალის გაყიდვების კონსულტანტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.

ძირითადი მოთხოვნები:

** არ ვითხოვთ 20 წლიან სამუშაო გამოცდილებას
** ჩვენ გვჭირდება, გაყიდვების პროცესების მიმართ სწორი დამოკიდებულების მქონე და მომხმარებელთან ურთიერთობით დაინტერესებული ტალანტები.
** სავალდებულოა სასაუბრო ინგლისურის ცოდნა (მინიმუმ B1 დონე); დამატებით რუსული ენის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა. კომპიუტერთან მუშაობის და სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Office, Internet, e-mail)

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას, პლუს გაყიდვებიდან ბონუსი.
** დაწინაურების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას.
** მეგობრულ გუნდს და გარემოს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** "ჯორჯიან სერვის ნეთვორკი"-ს ფილიალში მომხმარებლების დახვედრა და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** კლიენტის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;
** საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დაზუსტება და კლიენტისათვის მიწოდება;
** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და სერვისების დეტალური შესწავლა და მომხმარებლებისთვის გაცნობა;
** პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტების/სერვისების შეთავაზება/გაყიდვა;
** პოტენციურ კლიენტებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება, რაც შეიძლება უშუალოდ არ იყოს წინამდებარე აღწერაში მითითებული, მაგრამ გამომდინარეობდეს პოზიციის მიზნებიდან.

უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
** პრეზენტაციის უნარი
** კონფლიქტების მართვის უნარი
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy_delisi@gsn.ge და ელფოსტის სათაურში მიუთითოთ სახელწოდება - "გაყიდვების კონსულტანტი - წერეთელი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |