www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეზინის პოლიმერული დეტალების და ნაკეთობების დამწებებელი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების დეპარტამენტში რეზინის პოლიმერული დეტალების და ნაკეთობების დამწებებლის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური ნაკეთობები
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
მდებარეობა: ქ. თბილისი

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით.

სამუშაოს დახასიათება:

** ტექნოლოგიური პროცესების შესაბამისად საინჟინრო ქონების, ქიმიური დაცვის და სამედიცინო დანიშნულების საშუალო სირთულის კონსტრუქციის დეტალების და ნაკეთობების, სახალხო მოხმარების საქონლის და რეზინო-ტექნიკური ნაკეთობის მაგიდებზე, დოლურებზე, სამარჯვებში და კონვეირებზე დაწებება, დაწებება-დამზადება და დაწებება-აწყობა;
** საგლინავ მაგიდებზე რეზინიანი ან მორეზინებული ქსოვილიანი ლილვაკების დაყენება;
** ტექნოლოგიური რუქის შესაბამისად გასაბრტყელებელ მაგიდაზე გამტკეცილი-დაუთოებული რეზინის, კორდისა და სხვა მასალების გაბრტყელება, მონიშვნა და გამოჭრა;
** დეტალების და ნაკეთობების მოხაოიანება, გორგოლაჭით გაბრტყელება, შესაკრავის ჩადება, ნამზადზე ზედმეტი ნაწილის შემოჭრა, ნაკეთობის ლენტით ამოვსება, არამყარი ნაკეთობის და გაბერილი ნახვრეტების დაწებება, ვიზუალური დათვალიერება;
** კონვეირის ლენტაზე კალაპოტის დაყენება ან კონვეირის საკიდებზე ჩამოკიდება, კალაპოტზე დეტალების დადება.

უნდა იცოდეს:

** დეტალებისა და ნაკეთობების დაწებების, დაწებება-აწყობის ტექნოლოგიური პროცესის საფუძვლები და რაციონალური ხერხები;
** დეტალების და დამხმარე მასალების კონსტრუქცია და დანიშნულება;
** წებოს რეცეპტი და კონსისტენცია;
** შრობის ტექნოლოიგიური რეჟიმი;
** დასაწებებელი დეტალების მოჭიმვა;
** გამოყენებული მანქანების და სამარჯვების მოწყობილობა;
** ზონარების დახვევის და ხვიების მოჭრის სწორი ხერხები;
** მზა ნაწარმის სპეციფიკაცია, სახეობა და დანიშნულება;
** ნაკეთობის და ნახევარფაბრიკატის ხარისხიადმი წაყენებული მოთხოვნები.

სამუშაოს მაგალითები:

** ქსოვილის მანჟეტები-დაწებება;
** საექსპორტო ნიმუშები-დაწებება-ჩარტყმა;
** მოხარშული კამერები სარტყელის ლენტებისათვის, ველომოხარშული კამერები, სარტყელის ლენტის ფირფიტები-დაწებება;
** შუასადები რგოლები-დაწებება -აწყობა;
** ამოსასუნთქი სარქველები-ნაკეთობასთან დაწებება და მონტირება;
** ლენტები, სამაგრები და ფორმირებული მილების შემოწებება;
** სპეციალური ხელთათმანების დიდი თითები-დაწებება;
** სპეციალური ხელთათმანები - ლენტის და საქუსლარის მიტკეპნა და გაკვრა;
** ამოსასუნთქი სარქველების დიდი შესაკრავები, გარსშემომდენები, ღვედები და სხვა ქიმდაცვის ნაკეთობები-ნაკეთობა-დაწებება;
** ღვედები შესაკრავებით, დიდი და პატარა საჯდომები, ფიგურული შაიბები და შლევები;
** საავიაციო საბურავების მყარი საგულეები ვულკანიზაციისათვის-გამოჭრა-დაწებება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომპლექსური აზროვნება
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირება
** პროდუქტიულობა
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

*დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "რეზინის პოლიმერული დეტალების და ნაკეთობების დამწებებელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება, აგრეთვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი წარმოდგენილი განაცხადი ორგანიზაციაში სასურველ თანამდებობაზე უნდა ითვალისწინებდეს გამოცდილებას შესაბამის სფეროში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |