www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ჯეო ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 25 ოქტომბერი

სამედიცინო კლინიკების ქსელი - შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სათავო ოფისი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის პროცესის ეფექტურ დაგეგმარებასა და მართვაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის ფინანსური და სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება.
** სხვადასხვა ტიპის ანალიტიკური რეპორტების მომზადება ყოველთვიურად.
** ფინანსური აუდიტის პროცესში აქტიური ჩართულობა.
** ფინანსური რისკების შეფასება, ანალიზი და პრევენციული მექანიზმების დანერგვაში აქტიური მონაწილეობა;
** დებიტორული და კრედიტორული ბალანსების კონტროლი და ვადაგადაცილების პერიოდული ანალიზი.
** ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების და ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობა;
** სტრატეგიული ინიციატივების და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართულობა და ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება ფინანსური მიმართულებით
** საოფისე პროგრამების (Microsoft Excel) მაღალ დონეზე ცოდნა.
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** ინიციატივის გამოჩენის უნარი.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ფინანსური ანალიტიკოსი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 25 ოქტომბერი.

თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |