www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექსპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: დოქტორ გუდსი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

შპს "დოქტორ გუდსი" ISO სტანდარტებით სერტიფიცირებული პირველი ქართული სამედიცინო ტექსტილის საწარმოა, რომელიც 2018 წელს დაარსდა და სამედიცინო სექტორს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის, ყველა ტიპის ქირურგიულ ნაკრებს და პერსონალური დაცვის საშუალებებს.

შპს "დოქტორ გუდსი" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებული სამუშაო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება;
** ბაზარზე გამოცხადებული ტენდერების მოძიება, ანალიზი და შეფასება;
** საერთაშორისო ბაზრის კვლევა და პარტნიორების მოძიება;
** პოტენციური კლიენტებისათვის კომპანიის წარმოებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** თითოეული პოტენციური კლიენტისათვის ინდივიდუალური შეთავაზების გაკეთება და მოლაპარაკებების წარმოება;
** პარტნიორ საერთაშორისო კომპანიებთან სტაბილური კომუნიკაცია და პერიოდულად განახლებული შეთავაზებების გაკეთება;
** საერთაშორისო გადაზიდვების ოპტიმალური გზების მოძიება და განხორციელება;
** საბაჟო პროცედურებისა და დოკუმენტაციის მართვა და კონტროლი;
** დადგენილი პერიოდულობით უშუალო ხელმძღვანელისათვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS office) ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარი.

ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჯ. ლეჟავას 22.
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 (კვირაში 5 დღე)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2021 წლის 04 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@drgoods.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრებები ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |