www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: გრანდ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Grand Electronics აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული;
ანაზღაურება: 800-1000 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის და გაყიდვების ანალიზის საფუძველზე შეკვეთების და ოპტიმალური შესყიდვების განხორციელება;
** პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით, სრულყოფილად კარგად შესწავლა;
** სასაწყობე ნაშთების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა;
** მოგების მაქსიმიზაციის მიზნით პროდუქტის ოპტიმალური ფასების განსაზღვრა და მათი მუდმივი კონტროლი.;
** პროდუქტის გაყიდვების ზრდისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა ყველა საშუალებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის/მენეჯმენტის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების (ექსელის) სრულყოფილად ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა;

კომპეტენციები:

** მათემატიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დელეგირებისა და სიახლეებთან ადაპტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@grandel.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |