www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საცალო გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 22 ოქტომბერი

სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა ფიზიკურ პირებსა მცირე ორგანიზაციებზე;
** კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
** გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციაში მონაწილეობა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** ქართულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ვერბალური;
** სასურველია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, ან რუსული)
** Microsoft Office-ის ცოდნა;

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (საცალო გაყიდვების სპეციალისტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2021 წლის 22 ოქტომბერი.

შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

"ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |