www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კიბერ მარკეტინგი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 31 ოქტომბერი

მობილური ვირტუალური ოპერატორი (MVNO) "კიბერ მარკეტინგი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მარკეტინგის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში);
** გაყიდვების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** გაყიდვების მენეჯერად მუშაობის გამოცდილება ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად.)
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოზიდვა;
** გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება
** პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტებისა და სერვისის შეთავაზება/გაყიდვა;
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
** კლიენტებისთვის კვალიფიციური დახმარების გაწევა გადაწყვეტილების მიღებაში;
** მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრების და პრეზენტაციების დაგეგმვა;
** კონკურენტების შესწავლა და ანალიზი;
** პარტნიორი კომპანიების შესწავლა;
** პირადი გეგმების შესრულება (ყოველთვიური და კვარტალური);
** რეპორტინგი

უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
** დარწმუნების უნარი
** პროდუქტის/მომსახურების ეფექტურად შეთავაზების უნარი
** კომუნიკაბელური
** მოტივირებული

სამუშაო განაკვეთი: 11:00-დან 18:00-მდე
სამუშაო ადგილი: თბილისი

ანაზღაურება:

** სტაჟირებისა და საგამოცდო პერიოდის განმავლობაში ფიქსირებული 700 ლარი, გეგმების შესრულების შემთხვევაში + შესაბამისი ბონუსები.
** სტაჟირების პერიოდი 2021 წლის 31 დეკემბრამდე.
** სტაჟირების პერიოდის გავლის შემდეგ ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს და გეგმების მიხედვით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV თანდართული ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: bughadze@sender.ge 2021 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |