www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორი
მომწოდებელი: ავერსი ფარმა
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

შპს "ავერსი ფარმა" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** სატვირთო მიკროავტობუსის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ავტომობილის მართვის მოწმობა (B და C კატეგორია ან მხოლოდ B კატეგორია);
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, გულწრფელობა, დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV (სასურველია შეავსოთ ჩვენი სააპლიკაციო ფორმა http://www.aversi.ge/online.php) ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე:

** ფოტოსურათი 3X4 1ც.;
** მართვის მოწმობის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 05.11.2021 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |