www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ახალი ქსელები
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

შპს "ახალი ქსელები" წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კერძო ოპერატორს საქართველოში. იგი თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან. კომპანია დაარსდა 1996 წლის 2 აგვისტოს. მისი ძირითადი პრიორიტეტია მომხმარებელს მიაწოდოს კავშირის მაღალი ხარისხი და მომსახურების ფართო სპექტრი.

შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 42
განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
** საბუღალტრო და საოფისე პროგრამებში ინფორმაციის დამუშავება;
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, საბანკო ამონაწერები; მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) შენახვა, აღრიცხვა, დაარქივება, საჭიროების მიხედვით მომზადება, კონტროლი;
** მომწოდებლებთან და პარტნიორ კომპანიებთან ფინანსური შედარებების განხორციელება და დოკუმენტირება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნილი საბუღალტრო დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბუღალტრო ან ფინანსური განხრით;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** პრიორიტეტად ჩაითვლება ბუღალტრული პროგრამა ORIS-ის ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის პრაქტიკული ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Excel, Word).

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** შესრულებული სამუშაოს კონტროლის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო დრო: მოქმედებს გრაფიკი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი (ხელზე ასაღები);
შრომითი ურთიერთობის ფორმა - წერილობითი შრომითი ხელშეკრულება;

გაცნობებთ, რომ შპს "ახალი ქსელები" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@ak.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიისა დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |