www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების დეპარტამენტში ელექტრიკოსის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ელექტრობა
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
მდებარეობა: ქ. თბილისი

მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით.

სამუშაოს დახასიათება:

** ელექტრომოწყობილობების რემონტის და მომსახურებისას ცალკეული მარტივი სამუშაოების შესრულება, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ელექტრომონტიორის ხელმძღვანელობით;
** გამანაწილებელი კარადების, კლემების, დამცავი ფარების, განათების არმატურის მონტაჟი და რემონტი;
** ელექტრომოწყობილობების გაწმენდა, გაქრევა შეკუმშული ჰაერით, ნაწილობრივ დაშლით, გარეცხვით და გამშრალებით;
** კონტაქტების და მათი ზედაპირების გაწმენდა;
** 1000 ვოლტამდე სადენების დაცალკევება, შეერთება, იზოლირება და მირჩილვა;
სადენების და კაბელების გაყვანა;
** ელექტრომოწყობილობების რემონტის დროს უბრალო საზეინკლო, სამონტაჟო და სადურგლო სამუშაოების შესრულება;
** ელექტრომოწყობილობების მიერთება, გამორთვა და უბრალო გაზომვების ჩატარება;
** პნევმატურ და ელექტრო ინსტრუმენტზე მუშაობა;
** იატაკიდან მართვადი უბრალო ამწე მექანიზმების გამოყენებით სატაკელაჟო სამუშაოების შესრულება;
** გამანაწილებელი ქსელების, ელექტრო ძრავების სტატორების და როტორების, ტრანსფორმატორის ხვიების, კაბელების შემყვანების და გამომყვანების იზოლაციის წინაღობის გაზომვა მეგომეტრით;
** მომსახურეობის უბანზე დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობების დატვირთვის რეგულირება;
** არაფეთქებად საშიში არმატურის რემონტი და დაყენება;
** ელექტრომოწყობილობების დათვალიერებაში, რემონტში და ტექნიკურ მომსახურებაში მონაწილეობის მიღება, მათი დაშლის, აწყობის, გაწყობის და მომსახურების სამუშაოების ჩატარებით;
** საკაბელო ტრასებისა და სადენების გაყვანაში მონაწილეობის მიღება;
** საიზოლაციო მასალების დამუშავება;
** უბრალო სქემებით ჩართული ელექტრომოწყობილობების გაუმართაობის, შეუსაბამობის, დაზიანებების აღმოჩენა და აღმოფხვრა.

უნდა იცოდეს:

** ელექტრო ძრავების, გენერატორების, გამანაწილებელი მოწყობილობების, მცველების, აკუმულატორების, კონტაქტორების, გამმართველების და საწარმოებში არსებული სხვა ელექტრო მოწყობილობების დანიშნულება, მოწყობა, მუშაობის პრინციპი;
** ელექტროტექნიკური მასალების ძირითადი სახეობები, მათი თვისებები და დანიშნულება;
** მასზე დაკისრებული სამუშაოს შესრულების დროს მონტაჟის წესები და ხერხები, უსაფრთხოების წესები;
** გამოსაყენებელი საზომი-საკონტროლო მოწყობილობების დასახელება, დანიშნულება და მათი გამოყენების წესები;
** სამუშაო ადგილის ორგანიზაციის და მოწყობის წესები;
** დაბალი ძაბვის სადენების შეერთების, მირჩილვის ხერხები და წესები;
** მუდმივი და ცვლადი დენის მონაცემები;
** გამშვებ მარეგულირებელი მოწყობილობების დანიშნულება და კონსტრუქცია;
** ელექტრომოწყობილობების მონტაჟისა და რემონტის დროს უსაფრთხოდ მუშაობის წესები;
** ძრავების გრაგნილების სადენების გამომყვანების აღნიშვნა;
** სარჩილი და ფლუსები;
** საშუალო სირთულის საკონტროლო - გამზომი მოწყობილობების და ინსტრუმენტების დანიშნულება და მათი მოწყობა;
** ელექტრო სიდიდეების გაზომვის ხერხები;
** კაბელების გაყვანის წესები შენობებში, მიწის ქვეშ და ჩამოსაკიდ გვარლაზე;
** ელექტროტექნიკის საფუძვლები, ელექტროდანადგარების მოწყობის წესები, ელექტროდანადგარების ექსპლუატაციის წესები, ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესები, რომელიც შეესაბამება ელექტროუსაფრთხოებაში III ჯგუფის კვალიფიკაციას;
** პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესები;
** ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების წესები;
** საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები.

სამუშაოს მაგალითები:

** განათების არმატურის: შტეფსელები, ვაზნები, ჩამრთველები და სხვა - დაყენება მათი ელ. ქსელში მიერთებით;
** კაბელების იზოლაციის წინაღობის გაზომვა მეგომეტრით;
** უბრალო დეტალების: სპირალი, გადასაბმელი, ბუნიკი, კონტაქტი და სხვა - დამზადება და დაყენება;
** კაბელები და სადენები: დაბოლოებების განცალკევება, დაპრესვა, მირჩილვა;
** კონტაქტორების, რელეების - გასუფთავება, შემოწმება, სამაგრების მოჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება;
** უნდა იცოდეს: ელექტროდანადგარების მოწყობის წესები და მუშაობის პრინციპები,
უსაფრთხოების ტექნიკის წესები ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას, შრომის
დაცვის ინსტრუქციები;
** უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომპლექსური აზროვნება
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირება
** პროდუქტიულობა
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ელექტრიკოსი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება, აგრეთვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი წარმოდგენილი განაცხადი ორგანიზაციაში სასურველ თანამდებობაზე უნდა ითვალისწინებდეს გამოცდილებას შესაბამის სფეროში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |