www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკრედიტო მოდულის მხარდაჭერის დეველოპერი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას IT მიმართულებაში საკრედიტო მოდულის მხარდაჭერის დეველოპერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი (დისტანციურად მუშაობა შესაძლებელია).

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული მოდულის მხარდაჭერა;
** დაკვეთილი ცვლილებების მხარდაჭერა, მათ შორის შესაბამისი ტექნიკური სამუშაოს განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში ანალიზის კუთხით;
** IT-ის პროცესების და პროცედურების დაცვა;
** ხარვეზების გამოსწორებაზე ზრუნვა;
** კონკრეტული ხარვეზის/დაკვეთის ფარგლებში ვენდორთან კომუნიკაცია შესაბამისი პორტალის მეშვეობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება მათემატიკის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** MS SQL-ის კარგი ცოდნა და მუშაობის 1+ წლიანი გამოცდილება;
** სასურველია საბანკო, კერძოდ საკრედიტო პროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისურის და რუსულის (სასურველია) ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე კონცენტრირება;
** გუნდური მუშაობისა და დეტალების სწრაფად ათვისების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობისა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
** შედეგსა და გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულობა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2021 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |