www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: კაფე ქორნერი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

"კაფე ქორნერი" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის თანამდებობაზე.

პოზიციის აღწერა:

კაფის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და ჩართულობა მის განვითარებაში. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა. გუნდის მართვა და დაქვემდებარებული თანამშრომლების პერიოდული გადამზადება მომსახურების ხარისხის ასაწევად. სხვა ტექნიკური თუ ფინანსური საკითხების ყოველდღიური მონიტორინგი და კონტროლი.

უნარები:

** სასურველია გამოცდილება მომსახურების სფეროში არანაკლებ 2 წლის, სხვადასხვა პოზიციაზე;
** ქართული და ინგლისური ენის ცოდნა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი და გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პროაქტიული მიდგომა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ.

მოვალეობები:

** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და კონტროლი;
** მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;
** კლიენტის კმაყოფილების მონიტორინგი;
** კაფის ფინანსების მართვა, იგულისხმება პასუხისმგებლობა სალაროზე და ბუღალტერთან დროული და გამართული კომუნიკაცია;
** კაფის პროდუქციის მარაგების მართვა და მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** ინვენტარის კონტროლი;
** სახელმწიფო რეგულაციებიდან გამომდინარე სტანდარტების უზრუნველყოფის მონიტორინგი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cornerdedaena@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |