www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გამყვანი ტურიზმის პროდუქტების მენეჯერი
მომწოდებელი: Your Point
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

"Your Point" ტურისტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას გამყვანი ტურიზმის პროდუქტების მენეჯერის პოზიციაზე.

"Your Point" ახლად შექმნილი კომპანიაა, რომელიც დაფუძნდა ტურიზმის და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანთა ერთობლიობით. პანდემიის მიუხედავად კომპანია ასრულებს დასახულ ამოცანებს და სტაბილურად იზრდება. კომპანიის გრძელვადიანი მიზანია ყველა ტურისტული სერვისი იყოს სისტემატიზირებული და ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისთვის ონლაინ პლატფორმის მეშვეობით. შედეგად კი საქართველოში, ასევე პოსტ-საბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში განავითაროს შემომყვანი და გამყვანი ტურიზმი.

"Your Point" ეძებს გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ ადამიანებს და ქმნის გუნდს სტაბილური და ერთობლივი განვითარებისთვის. ჩვენთან თქვენ მიიღებთ მუდმივი სწავლის, განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

პროდუქტების მენეჯერი, მმართველ პარტნიორთან ერთად პასუხისმგებელია პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობის საფუძველზე შექმნას კონკურენტუნარიანი და მიმზიდველი ტურისტული პროდუქტები, მუდმივად განაახლოს და დახვეწოს ისინი, უზრუნველყოს მუდმივი სიახლეების დანერგვა და უნიკალური პროდუქტების შექმნა. მას ასევე მოეთხოვება უზრუნველყოს შექმნილი პროდუქტების გაცნობა და შესწავლა გაყიდვების გუნდისთვის. ასევე მისი ფუნქციაა განათავსოს პროდუქტები სოციალურ ქსელებში და სხვა არხებში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ტურისტულ ან სხვა სფეროში მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Word, Exel, PowerPoint, Outlook) სრულყოფილად ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი/გუნდის აქტიური წევრი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური, ინიციატივიანი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** გამართული მეტყველება;

ძირითადი მოვალეობები:

** ტურისტული პროდუქტების შექმნა, გაუმჯობესება და განვითარება
** გაყიდვების გუნდისთვის პროდუქტების გაცნობა და მათი დატრენინგება
** მუდმივი რეკომენდაციების გაცემა პროდუქტების გაუმჯობესების შესახებ
** კომპანიის ოფიციალურ სოციალურ ქსელებში სიახლეების და ინფორმაციის განთავსება/ განახლება
** პროგრამული და სხვა ინსტრუმენტების მოძიება, დანერგვა და განვითარება ტურისტული პროდუქტების გაუმჯობესებისთვის
** რეპორტინგის და რეესტრის წარმოება, დასახული ამოცანების ამოხსნის მიზნით

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული + მაღალი საბონუსე სისტემა
** სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00 (ორშაბათი-პარასკევი); 11:00 - 15:00 (შაბათი)
** სამუშაო ადგილი: ბესიკის ქ. 44 (ბიზნეს ცენტრი "ბესიკი"), თბილისი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი შემდეგ ელექტრონულმისამართზე: cv@yourpoint.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |