www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საშუალო ლაბორანტი
მომწოდებელი: მეგალაბი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

კომპანია "მეგალაბი" აცხადებს ვაკანსიას საშუალო ლაბორანტის პოზიციაზე.

"მეგალაბი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების განხორციელების მოთხოვნების სრულად დაფარვა.

ძირითადი მოვალეობები:

** PCR ნიმუშების მიღება და დახარისხება;
** მიღებული ნიმუშების ექსტრაქცია;
** PCR-ის მომზადება კველევისთვის;
** კვლევის ანალიზირება, შედეგების პროგრამაში და შემდგომ პორტალზე შეყვანა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სამედიცინო ან ბიოლოგიის მიმართულებით;
** მოლეკულური ბიოლოგიის საფუძვლების ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, პ. ქავთარაძის 23
სამუშო გრაფიკი: 24 საათიანი ან 16 საათიანი მორიგეობა

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 5 ნოემბერი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@megalab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"მეგალაბი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

"მეგალაბში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "მეგალაბის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |