www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: Medical House
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა "მედიქალ ჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოება და პროგრამაში შეყვანა
** კლინიკის და სადაზღვევო კომპანიების მონაცემების დამუშავება
** კლინიკაში შეკვეთების წარმოება და მიღება
** შემოსავლების სამსახურის პორტალზე ასახული მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან
** მთავარი ბუღალტრის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსური ან ბუღალტერიის მიმართულებით;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარები:

** თავაზიანი;
** სერვისზე ორიენტირებული;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდური;
** განვითარებაზე ორიენტირებული;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 06 ნოემბერი
სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@medicalhouse.ge და მიუთითეთ ელ. ფოსტის სათაურის ველში პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.

მისამართი: ბერბუკის 7
ტელ: 2 330833
ვებ-გვერდი: http://www.medicalhouse.ge

შპს "საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკულ კლინიკაში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |