www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Ebazaar.ge
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

Ebazaar.ge არის ქართულ გერმანული ინვესტიციით შექმნილი სტარტაპი, რომელიც აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ წესრიგისა და აღრიცხვიანობის ნიჭით დაჯილდოებულ გუნდის წევრს, რომელსაც ესმის სტარტაპის მექანიკა და აინტერესებს თავისი წვლილი შეიტანოს კომპანიის ზრდასა და განვითარებაში.

შესასრულებელი სამუშაოები:

** საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად;
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა);
** ნასყიდობისა და მომსახურების ხელშეკრულებების შენახვა, აღრიცხვა, დაარქივება, საჭიროების მიხედვით მომზადება;
** ხელფასებისა და ბონუსების გამოანგარიშება და დარიცხვა;
** მომსახურების თანხების გაანგარიშება, შესაბამისი ფაქტურების დადასტურება და ბუღალტრული გატარებების წარმოება;
** შემოსავლების სამსახურის პორტალზე ასახული მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
** ბუღალტრული ჩანაწერების შედარება და შიდა აღრიცხვიანობის დოკუმენტების წარმოება;
** ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
** ძირითადი საშუალებების ან/და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გადაადგილების, განკარგვის, ცვეთის, ჩამოწერის მონიტორინგი და საწყობის მენეჯერთან კოორდინაცია;
** გაყიდვების ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
** ხელმძღვანელ პირთა სხვა რელევანტური დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბუღალტრად მუშაობის 1 და მეტ წლიანი გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** Excel-ში Vlookup, Pivot, Sumif ფუნქციების ცოდნა;
** Oris -ში მუშაობის გამოცდილება;
** RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ფინანსური რეპორტების (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადები) მომზადების გამოცდილება;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

ჩვენთან გელოდებათ:

** ახალგაზრდა, ენერგიული და ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** ინოვაციურ პროექტზე მუშაობის შესაძლებლობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო საათები: 10:00-19:00
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი

თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვის საინტერესოა, მოგვწერე ელფოსტაზე: info@ebazaar.ge 2021 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |