www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: კაფე-რესტორანი სტრადა
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

რესტორნების ქსელი "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 2 დასვენების დღე.

ფუნქციები და მოვალეობები:
**
** ქსელში შემავალი ობიექტის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა
** ობიექტების მენეჯერების კოორდინაცია და მართვა
** მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და მართვა
** თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი
** ქსელის არსებული სტანდარტების დაცვის კონტროლი და ახალი სტანდარტების დანერგვა
** არსებული სამოტივაციო და საბონუსე სისტემების ადმინისტრირება და ახლის შემუშავება
** გაყიდვების ზრდის უზრუნველსაყოფად ღონისძიებების განხორციელება
** გაყიდვების გეგმების მომზადებაში მონაწილეობა და მათი შესრულების უზრუნველყოფა
** ხარჯებისა და ინვენტარიზაციის კონტროლი და გადაცდომებზე შესაბამისი რეაგირება.
** ასორტიმენტის მართვა და ახალი პროდუქტების შექმნა შესაბამის დეპარტამენტებთან შეთანხმებით.
** ობიექტების მარაგების დაგეგმარებაში და პროგნოზირებაში მონაწილეობა
** ლოჯისტიკის და მომარაგების სამსახურის კოორდინაცია
** მომწოდებლებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება
** მომხმარებელთან უკუკავშირის აწყობა და მასზე რეაგირება
** თანამშრომლებისათვის ოპტიმალური გრაფიკის შემუშავება და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
**
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია HORECA სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული კომუნიკაციური უნარები;
** ანალიტიკური უნარები;
** გუნდის მართვის უნარი;
** დიდი მოცულობის სამუშაოს პრიორიტეტებად დაყოფისა და დაგეგმვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში CV უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში ვერ მოხდება თქვენი კანდიდატურის განხილვა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |