www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: Voyager
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

ტურისტული კომპანია "Voyager" - ავიაკომპანიების flydubai, Gulf air, SalamAir, Jazeera, Flynas, გენერალური დისტრიბუტორი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.

პასუხისმგებელია: გენერალურ მენეჯერთან

** ბუღალტრული/ საფინანსო საქმიანობის წარმართვა მიმდინარე საბუღალტრო გატარებების მონიტორინგი, კონტროლი. რაც გულისხმობს: ოპერატორების მიერ საბუღალტრო პროგრამაში შეტანილი რეალიზაციების, შედგენილი რეესტრების, გაუქმებული ჩეკების აქტების, დაბრუნებული თანხების აქტების კონტროლი, შემოწმება, შეცდომების გასწორებას.
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები), წარმოება და დაარქივება;
** დეკლარაციების შექმნა/გაგზავნა
** დებიტორების ბარათების დეტალური შემოწმება, მითითებების მიცემა ოპერატორებისთვის უზუსტობების გამოსასწორებლად, დავალიანებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელობისთვის.
** დებიტორების და კრედიტორების კონტროლი და მონიტორინგი
** ადგილობრივ ავიაკომპანიებთან ყოველთვიური მონაცემების დადარება, ანგარიშწორება.
** უცხოური პარტნიორებთან დეტადური მონაცემების დადარება, დავალიანებების კონტროლი.
** სხვა ყოველთვიური რეალიზაციების და შემოსავლების აღრიცხვა, კონტროლი.
** ხელფასების, ბონუსების გაანგარიშება, დარიცხვა, ჩარიცხვა თაამშრომლებისთვის.
** ყოველთვიური რეპორტების, მოგება/ზარალის გაანგარიშება და წარდგენა ხელმძღვანელობისთვის.
** ურთიერთობა აუდიტებთან, სხვადასხვა მონაცემების მომზადება და წარდგენა მოთხოვნის შესაბამისად.
** კვარტალური და წლიური სტატისტიკის ფორმების წარდენა პორტალზე.
** საბუღალტრო პროგრამაში არსებული ხარვეზების, ახალი ფუნქციების დამატების შესახებ კომუნიკაცია და უზუსტობების აღმოფხვრის უზრუნველყოფა

საფინანსო საქმიანობის წარმოება. რაც გულისხმობს:

** ნაღდი ფულისა და თანხების კონტროლი საბანკო ანგარიშებზე
** გადარიცხვების, კონვერტაციის წარმოება/ანალიზი
** დეპოზიტის ანალიზი და კონტროლი.
** ბანკებთან კომპანიისთვის წამოჭრილი ყველა საბანკო საკითხის დამუშავება, შესრულება.

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება საბუღალტრო ან ფინანსური განხრით (ACCA-ს სერთიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად);
** ბუღალტრული აღრიცხვების საერთაშორისო სტანდარტის სერთიფიკატი;
** ინგლისური ენის ცოდნა
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** ინტერნეტ-ბანკთან მუშაობის გამოცდილება.
** ტურისტულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@voyager.ge 2021 წლის 6 ნოემბრამდე, სათაურში მიუთითეთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |