www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR ადმინისტრირებისა და ფეიროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: აი დი ეს ბორჯომი თბილისი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 8 ნოემბერი

შპს "აი დი ეს ბორჯომი თბილისი", სადისტრიბუციო კომპანია, აცხადებს HR ადმინისტრირებისა და ფეიროლის სპეციალისტის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი; ქინძმარაულის ქ. #5
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (ერთი საათი შესვენება); შესაძლებელია პერიოდულად დისტანციურად მუშაობა
საგამოცდო ვადა: 6 თვე
ბენეფიტები: სამედიცინო დაზღვევა, მობილური ტელეფონის ლიმიტი;

ძირითადი მოვალეობები:

** შრომითი ხელშეკრულებების დადება დასაქმებულებთან
** დასაქმებულთა შესახებ საჭირო ბრძანებების, დანართების გაკეთება
** დასაქმებულთა პირადი საქმეების წარმოება
** კომპანიაში არსებული სტანდარტის მიხედვით, სხვა ხელმძღვანელებთან ერთად სამუშაო აღწერების მომზადება
** დასაქმებულთა სამუშაო დროის აღრიცხვის მონიტორინგი და რეპორტინგი
** დასაქმებულთა ბაზებთან მუშაობა ექსელში და აქსაპტაში
** ეიჩარ ადმინისტრირების პროცედურების შექმნა და გაცნობა დასაქმებულთათვის
ყოველთვიური ანგარიშების წარმოება/პრეზენტირება
** კომპენსაციების და ბენეფიტების მენეჯერისთვის საჭირო ანგარიშების მომზადება
** R.S.ge-ზე დასაქმებულთა შესახებ ინფორმაციის ასახვა
** ხელფასების უწყისის მომზადებისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, უწყისის მომზადება
** სახელფასო უწყისთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლა ბუღალტერიასთან/ყოველთვიური შედარება

პროფესიული უნარები (აუცილებელი ცოდნა):

** განათლება: უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა
** Power point-ში მუშაობის გამოცდილება
** მრავალცვლადიანი მონაცემთა ბაზების პერიოდული განახლების, არქიტექტურის და ანალიზის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** მონაცემთა შეგროვების და დამუშავების გამოცდილება/ცოდნა
** რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტაცია;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** ემოციური ინტელექტის მაღალი დონე არის ის რაც ძალიან დაგჭირდებათ ამ პოზიციაზე;

რეზიუმე შეგიძლიათ გამოგზავნით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbs.work@ids-borjomi.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "HR ადმინისტრირებისა და ფეიროლის სპეციალისტი" რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 8 ნოემბერი 2021.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებებს.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |