www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ვილი & მილი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

ბავშვთა ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია "Willi & Milli . ვილი & მილი"-ის კაფე აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. აბაშიძის ქ. 14

ძირითადი მოვალეობები:

** ესპრესოს ბაზაზე არსებული სხვადასხვა სახის სასმელების მომზადება
** ცივი და ცხელი სასმელების მომზადება
** კოქტეილების მომზადება
** სასმელების ვიზუალური გაფორმება
** მენიუში არსებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
** სალაროსთან მუშაობა (შეკვეთის მიღება და მისი პროგრამულად გატარება)
** ინგრედიენტების მარაგების კონტროლი
** სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა, სამუშაო დანადგარების გასუფთავება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია ბარისტას პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალურობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დისციპლინა და შრომისმოყვარეობა

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე (დასვენება 1 დღე)
** დღიური სამუშაო დრო - 6 სთ და 30 წთ
** ანაზღაურება - 550 ლარი

ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს!

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: coffee2teahr@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |