www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სალარო ოპერაციების სუპერვაიზორი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი "Majid Al Futtaim Retail"-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში სადაც 43, 000 ადამიანია დასაქმებული.

ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
"კარფური" ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით, ხოლო დღეისათვის საქართველოში 16 მაღაზიით არის წარმოდგენილი.

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" (კარფური) გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიებს სალარო ოპერაციების სუპერვაიზორის პოზიციებზე

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში სალარო ოპერაციების შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა
** მოლარეების მუშაობის პროცესის მონიტორინგი და კონტროლი
** მომხმარებელთათვის სწრაფი და თავაზიანი მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოების უზრუნველყოფა
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვისა და პროგრამული გატარების უზრუნველყოფა
** სალარო ოპერაციების დღის პროცესის დახურვა და თანხის დათვლა
** მომსახურების დახვეწასა და გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა

მოთხოვნები:

** სალარო ოპერაციების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, სასურველია მენეჯერულ/ხელმძღვანელობით პოზიციაზე
** მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი
** მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი

თუ გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სალარო ოპერაციების სუპერვაიზორი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |