www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორაციული სექტორის ლიზინგის პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული სექტორის ლიზინგის პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის (4%);
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:

** კორპორაციული კლიენტისთვის ლიზინგის პირობების გაცნობა და შეთავაზების გაკეთება;
** დაინტერესებული კლიენტების ბაზის შექმნა და კონტროლი;
** დაინტერესებული კლიენტებისგან საჭირო მონაცემების მიღება;
** მიღებული მონაცემების ხარისხის და შესაბამისობის კონტროლი;
** სალიზინგო პროექტის დამუშავება/ანალიზი და კომიტეტზე დამტკიცება;
** საკრედიტო დოკუმენტაციის მართვა;
** ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმების პროცესის მონიტორინგი;
** ლიზინგის ხელშეკრულებების რესტრუქტურიზაციის და ცვლილების მართვა,
** პროცესის მონიტორინგი და რეპორტინგი.
** სხვა სახის რეპორტინგი საჭიროების შემთხვევაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში ფინანსურ ინსტიტუტში;
** ფინანსების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** Microsoft office (Excel, Word)

პიროვნული თვისებები და საჭირო უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** გუნდურობა;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |