www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: იჯარებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 13 500-მდე მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალი ხარისხის მომსახურება სასურველ დროს და ადგილას. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს იჯარებთან ურთიერთობის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

მოვალეობა-ვალდებულებანი:

** ახალ და არსებულ მეიჯარეებთან შეთანხმებული ხელშეკრულების გაფორმება და დარეგისტრირება რეესტრში;
** ქვემოიჯარეების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების ყოველთვიური კონტროლი;
** ახლი ქვეიჯარების მოძიება;
** საბანკო სექტორთან ურთიერთობა კომპანიის ობიექტებზე ბანკომატების განთავსებასთან დაკავშირებით;
** ახალ ობიექტებზე კომუნალურების გადმოფორმება, შესაბამისი სიმძლავრის კილოვატების გაზრდა;
** რეპორტების მომზადება ქვემოიჯარეებთან ურთიერთობის და სავაჭრო ობიექტების ფართის ათვისების შესახებ;
** არსებული საიჯარო ხელშეკრულებებისა და დამატებითი შეთანხმებების კონტროლი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება; იურიდიული);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები: საორგანიზაციო, საკომუნიკაციო, დროისა და პროცესების მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ "იჯარებთან ურთიერთობის მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |