www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟიორი გაყიდვების განყოფილებაში
მომწოდებელი: Adjarasport/Setanta Sports Eurasia
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 21 ოქტომბერი

"აჭარასპორტი" 2014 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს უდიდეს სპორტულ ციფრულ მედიას საქართველოში. 2021 წლის იანვარში "აჭარასპორტმა" საქართველოს მედიაკომუნიკაციების ისტორიაში უმსხვილესი გარიგება განახორციელა და შეიძინა ირლანდიური "Setanta Sports Eurasia"-ს 100%-იანი წილი. შეთანხმების თანახმად, "adjarasport"-ის მფლობელობაში ევროპისა და აზიის 13 ქვეყანაში მოქმედი Setanta Sports Eurasia-ს ბრენდი, ლიცენზიები და სატელევიზიო არხები გადავიდა, რის შედეგადაც "აჭარასპორტი" რეგიონში უმსხვილეს სპორტულ მედია ორგანიზაციად იქცა. მეტი ამ გარიგების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მიმდინარე წლის მანძილზე ჩვენ "სეტანტა ევრაზიას" სახელით დავიწყებთ ოპერირებას და საქართველოდან ვმართავთ ყველა პროცესს ცამეტივე ქვეყანაში. სატელევიზიო მაუწყებლობის გარდა, ვიწყებთ მუშაობას ციფრული პლატფორმის შექმნაზე, რომელიც ერთ აპლიკაციაში გააერთიანებს ჩვენს ყველა სერვისსა და კონტენტს და მასზე წვდომა მომხმარებელს გამოწერის შეძენის საშუალებით შეეძლება.

სწორედ ამიტომ იზრდება ჩვენი გუნდი და ვეძებთ ახალ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან ერთად თამამად შეუდგებიან ამბიციური გეგმების განხორციელებას.

"აჭარასპორტის გაყიდვების განყოფილებაში ვეძებთ სტაჟიორს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება განყოფილების შემდეგ საქმიანობაში:

** სამიზნე ბაზრის ანალიზი;
** პოტენციური პარტნიორების მოძიება;
** გაყიდვების გეგმის სტრატეგიის შემუშავება;
** პრეზენტაციის მომზადება სხვადასხვა დეპარტამენტებთან საკომუნიკაციოდ;
** პროდუქციის პრეზენტაცია პოტენციურ პარტნიორებთან;
** ტენდენციების და კონკურენტების კვლევა;
** გაყიდვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა, დეპარტამენტის ჭრილში.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - სასურველია
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებელია;
** MS Excel ისა და PowerPoint-ის მაღალ დონეზე ფლობა;

პოზიციისთვის საჭირო უნარები:

** დროის მენეჯმენტის უნარი;
** გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;

სამუშაო საათები: 11:00-19:00 ორშაბათი - პარასკევი;
სტაჟირების პერიოდი - 6 თვე - ანაზღაურებადი (დასაქმების პერსპექტივით)

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: career@adjara.com 21 ოქტომბრამდე, გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "Sales Intern".

შპს "აჭარა.ქომ" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

შპს "აჭარა.ქომ"-ში თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "აჭარა.ქომ"-ის მხრიდან შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შპს "აჭარა.ქომ"-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

თქვენი პერსონალური მონაცემების შპს "აჭარა.ქომ"-ისთვის გაგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "აჭარა.ქომ"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადით.

თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "აჭარა.ქომ"-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@adjara.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |