www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დირექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: Vestel
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 7 ნოემბერი

კომპანია შპს "მატექს ჯორჯია", "VESTEL"-ის ბრენდის საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ქსელი, აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე სათავო ოფისში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 156
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 9:30-18:30
ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე

ძირითადი მოვალეობები:

** პერსონალის შერჩევის სრული ციკლის მართვა;
** HR პროცესების მართვა და ადმინისტრირება: თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება, სამუშაო აღწერილობის მომზადება, შვებულების დაგეგმვა და გაფორმება, ბიულეტენის აღრიცხვა, საკადრო ცვლილებების მიხედვით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ა.შ.;
** მონაცემთა ბაზის განახლება, განახლებული მონაცემების ასახვა rs.ge-ს პორტალზე;
** თანამშრომლების სამუშაო დროის აღრიცხვა, ტაბელების მომზადება;
** სახელფასო უწყისის მომზადებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება ბუღალტერიისთვის;
** მეიჯარეებთან ურთიერთობა, იჯარის ხელშეკრულებების გაფორმება, განახლება, ცვლილებების შეტანა, გაუქმება, ცვლილებების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში;
** ქონების, ავტომობილების და ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის ადმინისტრირება;
** ადმინისტრაციული მხარდაჭერა ფილიალების გახსნის ან/და დაკეტვის დროს;
** დირექტორის მიერ გაცემული დავალებების შესრულების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** აუცილებელია თურქული ენის ცოდნა მაღალ დონეზე და ასევე ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინ. 2 წელი;
** HR მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები და პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

რეზიუმე ფოტოსურათით გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ olga.matveeva@mateks.ge, თქვენი ელ. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - დირექტორის თანაშემწე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.

ასევე გაცნობებთ, რომ სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |