www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო აპარატურის ინჟინერი
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 21 ოქტომბერი

"ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს სამედიცინო აპარატურის ინჟინრის ვაკანსიას ზუგდიდში.

"ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი, გამსახურდიას 206
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** ჰოსპიტალში არსებული ყველა ტიპის სამედიცინო აპარატურის შესახებ სრული ინფორმაციის ფლობა;
** ყველა ტიპის სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** სამედიცინო აპარატურის მომწოდებელ/საგარანტიო მხარესთან პროფესიული კომუნიკაცია;
** ჰოსპიტალში სერვისის უწყვეტობის მიზნით აპარატურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელთან დროული ანგარიშგების წარმოება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სავალდებულოა ბიო-სამედიცინო ინჟინერიის, ან მომიჯნავე სპეციალობების განხრით;
** სავალდებულოა სამედიცინო ინჟინერიის საკითხების პროფესიულ დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 6 თვისა;
** სავალდებულოა MS Office საოფისე პროგრამების მინიმუმ მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 21 ოქტომბერი, 2021
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:
https://evexhospitals.ge/ka/vacancy/samedicino-aparaturis-injineri/717

"ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |