www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციული ოფიცერი
მომწოდებელი: Risalat Consultants International
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 7 ნოემბერი

"Risalat Consultants International" წარმოადგენს ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაციას, რომელიც ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე.

ვეძებთ ადმინისტრაციულ ოფიცერს, რომლის ძირითად მოვალეობებში შევა:

** ღონისძიებებისა და საქმიანი შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება (სასტუმროების, საკონფერენციო სივრცეების დაჯავშნა, ტრანსპორტირების ორგანიზება, ბილეთების დაჯავშნა, ა.შ.)
** ოფისის საკანცელარიო ნივთებითა და შესაბამისი აღჭურვილობით მომარაგება
** დოკუმენტების თარგმნა ქართულიდან ინგლისურად და პირიქით
** სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო ბაზებისა და ანგარიშების შექმნა/წარმოება
** დოკუმენტაციის შექმნა, აღრიცხვა და კონტროლი
** კადრების აყვანის პროცესში ადმინისტრაციული მხარდაჭერა
** თანამშრომელთა დახმარება სხვადასხვა აქტივობებში

სავალდებულო მოთხოვნები:

** ინგლისური და ქართული ენების გამართულად ცოდნა (წერითი და ვერბალური)
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა
** საქმის თანმიმდევრულად შესრულების უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@risalatconsultants.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |