www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Adamo Hotel
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 7 ნოემბერი

სასტუმრო "Adamo Hotel" აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების დეპარტამენტის თანამშრომლის (ადმინისტრატორის) პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, მთაწმინდა, პ. კაკაბაძის ქუჩა.
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლები).

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრის მიღება-გაცილება, Check in - Check out -ის სტანდარტული პროცედურები;
** სტუმრების დარეგისტრირება სასტუმროს პროგრამაში;
** სტუმრების ინფორმირება სასტუმროში არსებული სერვისების შესახებ; სტუმრებთან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაცია;
** სარეგისტრაციო ბარათების შევსება;
** გასაღებების დამზადება ოთახის ნომრების მიხედვით;
** საგადასახადო დავალებების შესრულება;
** უპასუხოს სასტუმროში შემომავალ ზარებს;
** უპასუხოს სასტუმროში შემომავალ მეილებს.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** პოზიტიურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, ყურადღებიანობა, არა-კონფლიქტურობა;
** დავალებების სწრაფად და ხარისხიანად შესრულება;
** ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

ინფორმაცია ანაზღაურებასთან დაკავშირებით: ყოველი დამატებითი სამუშო საათი ანაზღაურდება 120%-ით; ღამის სამუშო საათებიდან 7 საათი ანაზღაურდება 125%-ით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: info@hoteladamo.com და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |