www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა
მომწოდებელი: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
თანდართული ფაილი: 30667_gfa_7463498.zip
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

"მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის" სახელმწიფო პროგრამა, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) სრული დაფინანსებით, იწყებს განაცხადების მიღებას საქართველოს 4 რეგიონში - სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - რძის წარმოებაში ჩართული ფერმერებისაგან, მათ მეურნეობაში სადემონსტრაციო ფერმის მოსაწყობად.

პროგრამის ფარგლებში განაცხადის წარმოდგენა შეუძლია ყველა ფერმერს, ვინც:

** ფლობს 6-დან 20 სულამდე მერძეულ პირუტყვს (ფურს);
** აწარმოებს და მომხმარებელს აწვდის რძეს და რძის პროდუქტებს.

პროგრამის პირობები:

მონაწილედ შერჩეულ ფერმერთა მეურნეობაში - ექსპერტთა რეკომენდაციის და მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე - მოეწყობა შემდეგი ტიპის სადემონსტრაციო ფერმები:

** რძის მენეჯმენტი/რძის ჰიგიენა;
** ცხოველის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა;
** პირუტყვის საკვების წარმოება;
** პირუტყვის საკვების კონსერვაცია.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო ფორმა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: dimma@gfa.org.ge.

კონკურსთან ან სააპლიკაციო ფორმასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს რეგიონულ კოორდინატორებს:

** იმერეთი/რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ქეთევან ციბაძე 599580168
** სამეგრელო-ზემო სვანეთი - მერაბ დანელია 595992409
** სამცხე-ჯავახეთი - ზურაბ ყულჯანიშვილი 568707706

ან დარეკეთ საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში: +995 32 2 193 003

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 5 ნოემბერი, 2021, 18:00 საათი

სრული ინფორმაცია განაცხადის წარდგენის და პროგრამის პირობების შესახებ იხილეთ მიბმულ დოკუმენტში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |