www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მედიკამენტების იმპორტის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 7 ნოემბერი

შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას მედიკამენტების იმპორტის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტების მოძიება, შესყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება;
** საიმპორტო ფარმაცევტული პროდუქციის საქართველოს ბაზარზე დაშვებულ პროდუქტებთან შესაბამისობის კონტროლი და დაშვების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად;
** შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა -განსაკუთრებით MS Excel;
** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა; პუნქტუალურობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი, ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე.

** ფოტოსურათი 3X4 1ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილები.

მისამართზე:

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 07.11.2021 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |