www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
თანდართული ფაილი: 30727_btu_4353770.zip
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:

** მარკეტინგი: პროფესორი - 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი 05 ვაკანსია; ასისტენტპროფესორი - 05 ვაკანსია.
** საჯარო მმართველობა: პროფესორი - 03 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი 03 ვაკანსია.
** ბიზნეს სამართალი: პროფესორი - 01 ვაკანსია.

ინფორმაციული ტექნოლოგიები:

** პროგრამირება პროფესორი - 01 ვაკანსია, ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს შემდეგი კურსების სილაბუსებიდან ერთერთი: პროგრამირება (Python), პროგრამირება (JVM, JXT, Spring), მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი (Android), მანქანური სწავლება, მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმები.
** ოპერაციული სისტემები პროფესორი - 01 ვაკანსია, ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს შემდეგი კურსების სილაბუსებიდან ერთერთი: ოპერაციული სისტემა LINUX, ღრუბლოვანი სისტემები (AWS), IOT და ჩაშენებული სისტემები, ღრუბლოვანი სისტემების ორკესტრაცია (AWS), ღრუბლოვანი სისტემების ავტომატიზაცია Python-ის საშუალებით, კონტეინერიზაცია და Docker-ი ღრუბლოვან სერვისებზე (AWS), მონაცემთა ბაზები (ORACLE), მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება (OCA), არარელაციურ მონაცემთა ბაზების სისტემები (MongoDb).
** ინფორმაციული სისტემები პროფესორი - 01 ვაკანსია, ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს შემდეგი კურსების სილაბუსებიდან ერთერთი: კონფიგურაციის მართვის სისტემები (Ansible), ვერსიონირება და უწყვეტი ინტეგრაცია, მართვის ავტომატური სისტემები - Kubernetes, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება, მონიტორინგის სისტემები, სერვერული ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი, ოპერაციათა კვლევა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები:

აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის საკონკურსო მოთხოვნები:

** პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები და/ან გამოცემული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ი;
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები და/ან გამოცემული ნაშრომ(ებ)ი;
** ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაცია/პუბლიკაციები.

2. პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის საკონკურსო მოთხოვნები:

** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა: უმაღლესი განათლება, უსდ-ში არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, შესაბამის დარგში არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება, სპეციალური მომზადება ან პუბლიკაციები.
** ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა: უმაღლესი განათლება; შესაბამის დარგში არანაკლებ 3 წლის პროფესიული გამოცდილება, სპეციალური მომზადება ან პუბლიკაციები.

3. პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დაკავების უფლება აქვთ კონკურსანტებს მარკეტინგისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

** განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
** შევსებული "კონკურსანტის ანკეტა" (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის/ID ბარათი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (სავალდებულოა აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის). უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარსადგენია უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
** საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები/ამსახველი ინფორმაცია. უცხოეთის ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის (ცნობა, სხვ.) შემთხვევაში წარსადგენია დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;
** ვაკანსიის შესაბამის დარგში ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი;
** უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სავალდებულოა, შერჩეულმა კანდიდატებმა ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინონ ცნობა ნასამართლეობის არქონის შესახებ.

შესარჩევი ვადები:

** საკონკურსო საბუთების მიღება: 08.11.2021 - 12.11.2021 (18:00 საათი);
** კონკურსის I ეტაპი (საკონკურსო საბუთების შესწავლა და შედეგების გამოცხადება): 15.11.2021 - 17.11.2021;
** კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება: 18.11.2021 (18:00 საათი);
** საპრეტენზიო კომისიის შექმნა: 19.11.2021
** კონკურსის I ეტაპის შედეგების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და განხილვის შედეგების შეტყობინება კონკურსანტებისთვის: 22.11.2020 - 24.11.2021;
** კონკურსის II ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება - სწავლების და/ან კვლევის კონცეფციის წარდგენა): 25.11.2021 - 26.11.2021;
** კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 29.11.2021;
** კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 30.11.2021

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების (სწავლების/კვლევის ხედვის წარდგენის) რეგლამენტად თითოეული კონკურსანტისთვის განსაზღვრულია მაქსიმუმ 20 წუთი.

საბუთების წარდგენა იწარმოებს ელ.ფორმით - ბტუ-ს ელ.ფოსტაზე (vacancy@btu.edu.ge) გაგზავნით.

დაინტერესებულ პირთა ინფორმირებისათვის სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.

დაინტერესებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელია ადამიანური რესურსების მართვის სამსახური. ელ. ფოსტა: hr@btu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |