www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონდიტერის დამხმარე - ცენტრალური საწარმო
მომწოდებელი: კოფისტა
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 7 ნოემბერი

კომპანია "კოფისტა" აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის დამხმარეს პოზიციაზე ცენტრალური საწარმოსთვის.

კომპანია "კოფისტა" სტაბილურად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც დაარსდა 2015 წელს დ წარმოდგენილია 1 რესტორნითა და 8 "coffee shop"-ით.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: https://www.facebook.com/coffeestaGeo/

მისამართი: ქ.თბილისი
გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 700 ლარი

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცილება
** უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტების ცოდნა
** კომპანიაში არსებული შიდაგანაწესის ნორმების ზედმიწევნით დაცვა

ძირითადი მოვალეობები:

** ნამცხვრების და სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმის გამოცხობა;
** საკონდიტრო პროდუქტების ვიზუალური გაფორმება;
** სხვადასხვა სახის კრემების მომზადება;
* სხვადასხვა სახის საკონდიტრო პროდუქტის გამოცხობა კომპანიის მიერ შემუშავებული შიდა საწარმოო სტანდარტის მიხედვით;
** სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა, მანქანა-დანადგარების გასუფთავება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ენერგიული
** პოზიტიური
** პუნქტუალური
** გუნდში მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@coffeesta.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |