www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვულკანიზაციის ოპერატორი/მექანიკოსი
მომწოდებელი: ვაკო მოტორსი
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 31 ოქტომბერი

შპს "ვაკო მოტორსი" 2009 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში. კომპანია "DAF"-ის ოფიციალური დილერია საქართველოში და 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს სთავაზობს თავის მომხმარებელს.

კომპანია სამი მიმართულებით ავითარებს თავის ბიზნესს:

** სატვირთო ავტონაწილები და ავტოსერვისი;
** "შევრონის" საავტომობილო ზეთები;
** სატვირთო ავტომანქანის საბურავები;
** სატვირთო ავტომანქანების რეალიზაცია.

კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს:

** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კორპორაციულ და გუნდურ ღონისძიებებს.

შპს "ვაკო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ვულკანიზაციის ოპერატორის/მექანიკოსის პოზიციაზე წიწამურისა და ორხევის ფილიალებში.

სამუშაო ფუნქციები:

** სატვირთო მანქანის საბურავების დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა/ბალანსირება;
** საჭიროების შემთხვევაში სატვირთო მანქანებზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება (მაგ. ხუნდების შეცვლა, ზეთებისა და ფილტრების გამოცვლა);
** საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი ნაწილის მაღაზიიდან გამოტანა/მონტაჟი;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა სამუშაო პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო სამუშაოების ჩატარების ან/და ვულკანიზაციაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია სატვირთო მანქანების სფეროს ცოდნა;
** სასურველია კანდიდატი ცხოვრობდეს ორხევის/ვარკეთილის ან დიღმის/გლდანის ტერიტორიაზე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი ან CV ელ-ფოსტაზე: HR@vakomotors.ge 2021 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "ვულკანიზაციის ოპერატორი/მექანიკოსი".

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.

"ვაკო მოტორსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |