www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამემწე
მომწოდებელი: თურსა
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 7 ნოემბერი

სუპერმარკეტი თურსა აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: საწყობის თანაშემწე.

მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #116.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის დასაწყობება არსებული წესების შესაბამისად;
** პროდუქციის დროულად დათვლა, აღრიცხვა;
** საწყობში შეკვეთების მომზადება;
** პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა;
** მომარაგების მანქანის დატვირთვა/დაცლა

სამუშაო საათები: კვირაში 6 დღე 10-00 საათიდან 19-00 საათამდე.

მოთხოვნები:

** ფიზიკურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა და არსებული სტანდარტების დაცვის უნარი
** სასურველია მსგავსი სამუშაო გამოცდილება

ვაკანსია განიხილება მხოლოდ მამრობითი სქესის კანდიდატებისათვის.

ხელფასი: პირველი სამი თვის განმავლობაში 1000 ლარი ხოლო 3თვის შემდეგ ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 1100 ლარს, კიდევ 3თვის შემდეგ 1200 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: Tursaltd@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "საწყობის თანამშრომელი".

კომპანიის შესახებ:

შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |