www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფოტო-ოპერატორი
მომწოდებელი: ფოტოცენტრი
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 7 ნოემბერი

კომპანია "ფოტოცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ფოტო-ოპერატორის პოზიციაზე.

"ფოტოცენტრი" ქართული კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნებისმიერ ფოტომომსახურებას და ნერგავს უახლესს ტექნოლოგიებს თავის ციფრული ბეჭდვის ცენტრებში - 3 საკუთარი ცენტრი და 1 ონლაინ მაღაზია: https://photocenter.ge

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ Facebook და Instagram გვერდებზე:
FB: https://www.facebook.com/photocenter.ge/
IG: https://www.instagram.com/photocenter.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** კომპიუტერული მომსახურება
** ციფრული ბეჭდვის დანადგარებთან მუშაობა
** საბუთების სურათების გადაღება, დამუშავება და დაბეჭდვა

აუცილებელია:

** Adobe Photoshop-ის ცოდნა
** Word/excel - საბაზისო დონე
** ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური
** სწრაფი რეაგირების და გადაწყვეტილების მიღების უნარი
** სტრესულ გარემოში ადაპტირების უნარი

სტაჟირების პერიოდი: 2-3 კვირა
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00.
ხელფასი: 700 ლ (ხელზე)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: info@photocenter.ge. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ფოტო-ოპერატორი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |