www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: City Luxe
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 7 ნოემბერი

"City Luxe" - სამედიცინო და ესთეტიური მედიცინის მიმართულებით საქართველოს ბაზარზე ახლად შექმნილი კლინიკა, მომხმარებელთათვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის მიზნით აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: სამედიცინო წარმომადგენელი, ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

კლინიკაში მოგემსახურებიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმები შემდეგი მიმართულებით: გინეკოლოგია + კოლპოსკოპია, ენდოკრინოლოგია, ნუტრიციოლოგია, რადიოლოგია.

კლინიკა აღჭურვილია ლაბორატორიული კვლევისთვის საჭირო აპარატურა-დანადგარით.

ასევე, კლინიკაში ტარდება გამაჯანსაღებელი, თერაპიული და ინექციური პროცედურები.

პოზიცია: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო დრო: 10:00 - 19:00; კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: მოჭრილი ხელფასი + ბონუსური სისტემა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ქოლ- ცენტრის ოპერატორად მუშაობის გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტებთან სატელეფონო ზარის განხორციელება და პროდუქციის გაცნობა
** მომხმარებელთა ბაზის გაზრდა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
** გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი
** სტრესულ გარემოში სწრაფად რეაგირების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი

ჩვენ გთავაზობთ:

** ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო სისტემას
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ
შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@citylux.ge. ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |