www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: აპარტ დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 7 ნოემბერი

დეველოპერული კომპანია "Apart Development", რომელიც ძველ თბილისში პრემიურ კლასის მშენებლობებით გამოირჩევა, აცხადებს იურისტის ვაკანსიას.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის შიდასამართლებრივი აქტების მომზადება, განხილვა, კორექტირება;
** კომპანიის მიერ გაფორმებული იურიდიული დოკუმენტების, საქმის მასალების რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრების წარმოება ან უკვე არსებულ რეესტრში მათი დაარქივება/შენახვა;
** მარეგისტრირებელ ორგანოში კომპანიის მფლობელობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეგისტრაციის დროს არსებული ხარვეზების გასწორება;
** კომპანიის შეხვედრებზე დასწრება და სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
** კომპანიის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, სამართალდამცავ და ადმინისტრაციულ ორგანოებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** იურისტად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო სფეროში გამოცდილების მქონე პირებს)
** სასამართლო წარმომადგენლობის გამოცდილება;
** საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (სასურველია).

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი - შაბათი (მოკლედ დღე) 10:00 - 19:00 საათამდე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე office@apart.ge

კომპანიის ინფო: http://www.apart.ge https://www.facebook.com/apartdevelopment

ტელ: 032 2 11 11 44



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |