www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი-ოპერატორი
მომწოდებელი: თურსა
გამოქვეყნდა: 7 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 7 ნოემბერი

სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი-ოპერატორი.

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #116.

მოვალეობები:

** საქონლის მიღება
** პროგრამაში შეყვანა
** საბითუმო კლიენტებისთვის მომსახურების გაწევა.
** პროდუქციის მიღებისას საქონლის დათვლა და კონტროლი

მოთხოვნები:

** სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა.
** სავალდებულოა ინგლისური ან თურქული ენის ცოდნა
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** დაკვირვებული და სხარტად მოაზროვნე.

ვაკანსია განიხილება მხოლოდ მამრობითი სქესის კანდიდატებისათვის. კანდიდატებმა უნდა გაითვალისწინონ რომ ეს პოზიცია ითვალისწინებს ფიზიკურ დატვირთვას იმპორტირებული საქონლის მიღების დღეებში.

გამოსაცდელი ვადა: 1კ ვირა
ხელფასი: გამოსაცდელი ვადის შემდეგ ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 1000 ლარს, 3 თვის შემდეგ - 1100 ლარს ზრდის პერსპექტივით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: tursaltd@gmail.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "ოპერატორი"(დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ მითითებულ ელ. ფოსტაზე).

კომპანიის შესახებ:

შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |