www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ელიტ მოტორსი
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

შპს "ელიტ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

აღნიშნულ პოზიციაზე კომპანია ეძებს გამოცდილ, შრომისმოყვარე, ენერგიულ და კრეატიულ მარკეტინგის სპეციალისტს, რომელიც ორიენტირებული იქნება კომპანიის წარმატებაზე და მის განვითარებაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული კამპანიების შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება;
** ბაზრის მარკეტინგული კვლევა, შესწავლა და ანალიზი;
** პარტნიორ ორგანიზაციებსა და სარეკლამო კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** სხვადასხვა პროექტებისთვის სპეციალური მარკეტინგული გეგმის შემუშავება; პროექტების ფინანსური ანალიზი და ბიუჯეტირება;
** მოლაპარაკებების წარმოება ორგანიზაციებთან, შეხვედრების, პრეზენტაციების, ღონისძიებების დაგეგმვა;
** გაყიდვების სტიმულირება, გაყიდვების მხარდამჭერი აქციების დაგეგმვა და განხორციელება;
** ციფრული მარკეტინგი, მათ შორის:
** * სოციალური ქსელების მართვა და სარეკლამო კამპანიების განხორციელება;
** * Google-ის საძიებო სისტემაში პიარი რეკლამის გაშვებით საძიებო სისტემაში, ასევე საიტის სეო ოპტიმიზაციის გზით;
** * Email მარკეტინგი და ვიდეო რეკლამა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სოციალური მედიის მართვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** მარკეტინგის სპეციალისტად მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია, უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ფლობა;
** ინგლისურ და რუსულ ენაზე კომუნიკაციის შესაძლებლობა;

პიროვნული თვისებები:

** კრეატიულობა;
** კომუნიკაბელურობა და გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ინიციატივების გამოჩენის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00;
ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ CV ფოტოსურათით მისამართზე: t.avaliani@elitemotors.ge და zantelidze@elitemotors.ge

გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |