www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის და ბიზნეს განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: პეა
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

"პეა" ეს არის პირადი ასისტენტი განათლებაში, "პეა" გახლავთ ონლაინ ინოვაციური საუნივერსიტეტო სტარტაპ პლატფორმა, რომელიც ამჟამად მუშავდება. "პეა" მოიცავს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს.

"პეას" საგანმანათლებლო პროგრამა საშუალებას აძლევს სასურველი პროფესიის საფუძვლიანად შესწავლაში. "პეაში" ასწავლიან მაღალი კვალიფიკაციის მქონდე ლექტორები, აგრეთვე მარკეტინგის სფეროს მთავარი წარმომადგენლები საქართველოში არსებული წამყვანი კომპანიებიდან.

ორგანიზაცია "პეას" მიზანია გახადოს სწავლა საქართველოს ნებისმიერი კუთხისთვის ხელმისაწვდომი, აამაღლოს პროფესიული კვალიფიკაცია და ხელი შეუწყოს მომხმარებელს სამუშაო ადგილის პოვნაში.

"პეა" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის და ბიზნეს განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მოვალეობები:

** ლიდერობა.
** გუნდის ფორმირება და მენეჯმენტი, გუნდის წევრების ზრდაზე ზრუნვა, გუნდური მუშაობა.
** ციფრული მარკეტინგი.
** შესაბამისი მიმართულებების და პროდუქტების მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა, სტრატეგიის შესაბამისად პროცესების დაგეგმარება და მართვა.
** ახალი პროდუქტების ბაზარზე შესვლის მარკეტინგული და ბიზნეს სტრატეგიების განსაზღვრა.
** კრეატიული აზროვნება.
** პროექტების მართვა (დაგეგმვა და განხორციელება თავიდან ბოლომდე).
** კამპანიების დაგეგმარება, ბიუჯეტირება, საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა, სარეკლამო მასალების უზრუნველყოფა.
** შესაბამისი რეპორტინგი - კამპანიების შედეგები, დასრულებული პროექტები თუ მიმდინარე კომუნიკაციის/პროცესების ანალიზი.
** პროექტების გეგმის მიხედვით შესრულება ბიუჯეტის ფარგლებში, მაქსიმალურად მაღალი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით nica.mdivani24@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |