www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 27 ოქტომბერი

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

"ალტა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** მიღებული საქონლის დახარისხება და დასაწყობება;
** საწყობის პერიოდული აღწერა;
** მოტანილი ან/და დარბაზიდან გაყიდული პროდუქტების შეფუთვა/გახსნა;
** დარბაზში და სტენდებზე სიცარიელის დროული შევსება;
** მომხმარებლის დახმარება შეძენილი საქონლის მაღაზიიდან გატანაში და საჭიროების შემთხვევაში მანქანამდე მიტანის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საწყობში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancyaltaretail@alta.ge 2021 წლის 27 ოქტომბრამდე.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |