www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტოსადგომის თანამშრომელი
მომწოდებელი: ჰოლიდეი ინნ თბილისი
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნი" აცხადებს ვაკანსიას ავტოსადგომის თანამშრომლის პოზიციაზე.

პოზიციის აღწერა:

** მეთვალყურეობა გაუწიოს ობიექტზე შემოსულ და გასულ ავტომობილებს;
** იზრუნოს სასტუმროს ავტოსადგომზე უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების შენარჩუნებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მონიტორინგი გაუწიოს სასტუმროს ავტოსადგომს და ნებისმიერი დარღვევის ან საეჭვო ქმედების აღმოჩენის შემთხვევაში შეატყობინოს უსაფრთხოების ოფიცერს ან ცვლის უფროსს;
** ჰქონდეს ინფორმაცია ავტოსადგომზე არსებული მანქანებისა თუ თავისუფალი ადგილების რაოდენობის შესახებ;
** ავტომობილების აღრიცხვის მიზნით, ბაზაში ასახოს ყველა საჭირო ინფორმაცია;
** იმუშაოს ავტოსადგომის სალარო აპარატთან და უზრუნველყოს შემოსული და გასული ავტომობილებისათვის გადასახადის სწორად დაკისრება;
** ყურადღებით და დაკვირვებით აწარმოოს თანხის მიღება-გაცემის პროცესი ავტოსადგომის მომხმარებელთან;
** ფლობდეს ინფორმაციას სასტუმროში არსებული ღონისძიებების შესახებ;
** შეინარჩუნოს სისუფთავე სამუშაო ტერიტორიაზე;
** გაუწიოს დახმარება ყველა სტუმარს, გაუღიმოს და მიმართოს თავაზიანად;
** შეასრულოს უსაფრთხოების ოფიცრის და ცვლის უფროსისგან მიღებული დავალებები.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 22 ოქტომბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Career@hi-tbilisi.com.

სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |