www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

შპს "საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.

კომპანია ეძებს მოწესრიგებულ, ენერგიულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს კვებითი პროდუქტების დისტრიბუტორის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

კვების პროდუქტების მომწოდებლებთან (ფერმერებთან) კომუნიკაცია, პროდუქციის შერჩევა, შესყიდვა და კონკრეტულ, უკვე შერჩეულ დანიშნულების ადგილზე მიტანა.

სამუშაო გრაფიკი - კვირაში 6 დღე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
სამუშაოს დაწყების დრო: 07:00 სთ.
დასრულების სავარაუდო დრო: 14:00

მოთხოვნები:

** სქესი - მამრობითი
** ასაკი - 20 -40 წ.
** კომუნიკაციის კარგი უნარი.
** სასაქონლო ზედნადებებთან მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია Microsoft Excel -ის საბაზისო ცოდნა.
** სასურველია მართვის მოწმობის ქონა და ავტომობილის მართვის კარგი უნარები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@gfdc.ge არაუგვიანეს 2021 წლის 20 ოქტომბრისა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |