www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მღებავი-ტექნიკოსი
მომწოდებელი: სასტუმრო კომპლექსი სევსამორა
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

სასტუმრო კომპლექსი "სევსამორა" აცხადებს ვაკანსიას მღებავი-ტექნიკოსის პოზიციაზე.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაო პირობები: სრული სამუშაო განაკვეთი.
კომპანია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას, ტრანსპორტირებას და კვებას სამუშაო დღის განმავლობაში.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმრო კომპლექსში, საოპერაციო და სარემონტო სამუშაოების დროს თაბაშირ-მუყაოს დამუშავების/მოწყობის და სამღებრო/კოსმეტიკური სამუშაოების შესრულება;
** ყოველდღიური შემოვლების წარმოება საზოგადოებრივ სივრცეებში;
** კოორდინაცია, დავალებების მიღება და შესრულება ტექნიკური დეპარტამენტის ზედამხედველობიდან;
** დეტალების, ნაკეთობების, რკინის კონსტრუქციების დამუშავება/შეღებვა;
** საღებავების, ლაქების, საგოზავების, გრუნტის და საცხების შედგენა/აღრიცხვა;
** სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

პროფესიული მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე სასურველია.

პერსონალური მოთხოვნები:

** მომსახურების საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** თავაზიანი, შრომისმოყვარე, მოტივირებული, გულწრფელი ღიმილით.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: Hr@sevsamora.ge

სათაურში აუცილებლად მიუთითეთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |