www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: მარშე
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 19 ოქტომბერი

კომპანია "მარშე" 2012 წლიდან შემოვიდა ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების 4 ძირითადი მიმართულება გვაქვს: თევზეული, ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული.

ჩვენი მიზანია, ვაწარმოოთ საუკეთესო ხარისხითა და გემოვნებით გამორჩეული პროდუქტები სამომხმარებლო ბაზრისთვის და ვიყოთ წამყვანი პარტნიორი ქართულ HORECA ბიზნესში განსაკუთრებული პროდუქტების მიწოდებითა და ბიზნეს გადაწყვეტილებების შეთავაზებით, სადაც წინა პლანზე ყოველთვის ინოვაციური და პროფესიონალური მიდგომები იქნება. ჩვენ ვაცნობიერებთ დროისა და ინდივიდუალური საჭიროებების მნიშვნელობას ამ ბიზნესში და ყველა პარტნიორთან მაქსიმალური მოქნილობით გამოვირჩევით.

ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განურჩევლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

"მარშე" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, 5 სამუშაო დღე
ანაზღაურება: 500 ლარი

ძირითადი მოვალეობა: წარმოების ტერიტორიის დალაგება

მოთხოვნები:

** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდურად მუშაობის უნარ-ჩვევები.

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@marshe.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ "დამლაგებელი".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 19 ოქტომბერი 2021 წელი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |