www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: კაია
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 11 ნოემბერი

"კაია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი (აეროპორტის მიმდებარედ);
სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00;
საწყისი სახელფასო რეინჯი: 1000-1200 ლარი;

კომპანიის შესახებ:

"კაია" არის სამშენებლო-სარემონტო ჰოლდინგის წევრი კომპანია და წარმოადგენს ფურცლოვანი თუნუქის დამამუშავებელ საწარმოს, რომელიც თანამედროვე კომპიუტერული ციფრული მართვის(CNC) ტექნოლოგიებით აღჭურვილი მანქანა-დანადგარების გამოყენებით აწარმოებს სამშენებლო პროდუქციას. "კაია" მჭიდროდ თანამშრომლობს ჰოლდინგის წევრ სხვა კომპანიებთან, რაც თანამშრომლებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: kaya.ge

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება: შემოსავლებისა და ხარჯების პროექტების მიხედვით გადანაწილება, საწარმოო ოპერაციების შესრულება, მივლინებისა და თანამშრომელთა ანაზღაურების ბუღალტრული უზრუნველყოფა;
** პროგრამაში ყოველდღიური ინფორმაციის შეყვანა/დამუშავება, პირველადი დოკუმენტაციის მომზადება, როგორიცაა: ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, მიღება-ჩაბარების აქტი;
** პირველადი დოკუმენტაციის შევსება, მიღება, წარდგენა და ანგარიშსწორება;
** ძირითადი საშუალებების ან/და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გადაადგილების, განკარგვის, ცვეთის, ჩამოწერის მონიტორინგი და საწყობის მენეჯერთან კოორდინაცია;
** საგადასახადო და ფინანსურ ანგარიშგებაში მონაწილეობის მიღება, ფინანსური განყოფილების გუნდთან ერთად.

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, აუდიტის ან ფინანსური მიმართულებით (დასაშვებია სხვა მიმართულებით უმაღლესი განათლების კომპენსირება მეტი სამუშაო გამოცდილებით);
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია წარმოების და სამონტაჟო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამის პრაქტიკული ცოდნა (უმჯობესია კანდიდატს ჰქონდეს "FMG ბუღალტერია"-სთან მუშაობის გამოცდილება);
** MS Excel-ის და MS Word-ის საშუალო დონეზე ცოდნა.

სხვა აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სრული სურათის გაანალიზების და კომპანიის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების უნარი.

რას გთავაზობთ:

** ზრდადი კომპანია დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** ტრანსპორტირება;
** კვება.

შერჩევის ეტაპები:

** პროფესიული ტესტირება;
** გასაუბრება.

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა: 11 ნოემბერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@kaya.ge სათაურის ველში აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

"კაია - KAYA" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა, ასევე, კომპანია გარწმუნებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურობა იქნება დაცული "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |