www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი სადისტრიბუციო კომპანიების შესარჩევად
მომწოდებელი: ჯორჯიან ალიანსი
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

შპს "ჯორჯიან ალიანსი" აცხადებს კონკურსს სადისტრიბუციო კომპანიების შესარჩევად შემდეგი პროდუქციის რეალიზაციისთვის.

სარეალიზაციო პროდუქცია: სარეალიზაციო პროდუქცია: საკონდიტრო ნაწარმი, ნატურალური წვენები, ლუდი, ჩამოსასხმელი ლუდი.

დისტრიბუციის მიზნებისთვის საქართველოს ტერიტორია დაყოფილი გვაქვს ზონებად. დისტრიბუტორობის მაძიებელ ერთი და იგივე კომპანიას შეუძლია განაცხადი გააკეთოს ერთ ან რამდენიმე ზონაზე და საქონელზე:

** კახეთი: მთლიანად კახეთის რეგიონი საგარეჯოს რაიონის გარდა;
** მცხეთა-თიანეთი
** გორის რაიონი, კასპის რაიონი, ქარელის რაიონი
** სამცხე-ჯავახეთი: სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ბორჯომის რაიონის გამოკლებით
** ქუთაისი, ბაღდათის რაიონი, წყალტუბოს რაიონი, ვანის რაიონი
** ზესტაფონის რაიონი, ხარაგაულის რაიონი, თერჯოლის რაიონი,
** სამტრედიის რ-ნი, ხონის რ-ნი
** საჩხერის რაიონი, ჭიათურის რაიონი;
** რაჭა-ლეჩხუმი: მთლიანად რეგიონი
** ფოთი-გურია: ქ. ფოთი, გურიის რეგიონი.

მაძიებელმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:

** წერილობითი განაცხადი პროდუქციის დისტრიბუციის სურვილის თაობაზე, სადაც მითითებული იქნება, თუ რომელ ზონაზე ან პროდუქციაზე აქვს მაძიებელს დისტრიბუციის სურვილი.
** საკუთარი ბიზნესის მოკლე აღწერილობა: საქმიანობის ტიპი, სადისტრიბუციო გამოცდილება, სასაწყობე ფართისა და თავისუფალი ფულადი სახსრების არსებობა. ა/ტრანსპორტის არსებობის შემთხვევაში ტექნიკური მონაცემები (ტიპი და რაოდენობა).

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს 2021 წლის 12 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: georgianalliance@rambler.ru | georgianalliance@gmail.com

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |