www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ბორან ლაითი
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

კომპანია "ბორან ლაითი" დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: ოსრამი, ლუქსრამი, ტოლსენი, ქროუნი, ეინჰელი, ბლექ & დეკერი და ა.შ.
კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

ამჟამად კომპანია აცხადებს მის კუთვნილებაში მყოფი ონლაინ ჰიპერმარკეტისთვის - http://www.holst.ge - კორპორატიული გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორის ვაკანსიას.

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44
სამუშაო გრაფიკი: 08:30-18:30 - ორშაბათი-პარასკევი

მოვალეობები:

** ზარების განხორციელება პოტენციურ კლიენტებთან;
** კლიენტებისგან მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის მიღება;
** ბაზების ფორმირება;
** ყოველდღიური რეპორტინგი;

უნარ-ჩვევები:

** აქტიური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოწესრიგებული;
** ანალიტიკური უნარები;
** სწრაფი ათვისების უნარი;

მოთხოვნები:

** მოთხოვნები: ასაკი 21 - 35 წლამდე;
** გამოცდილება გაყიდვებში (სასურველია);
** გამოცდილება პასიურ ან აქტიურ ქოლ ცენტრში;
** გამართული მეტყველება, დარწმუნების უნარი;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 08:30-18:30 ორშაბათი-პარასკევი;
** ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 500 ლარი, ზრდის პერსპექტივით, მოქნილი საბონუსე სისტემა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |