www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გამყიდველ-კონსულტანტი
მომწოდებელი: კარტლისი
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 11 ნოემბერი

აგრო კომპანია "კარტლისი" აცხადებს ვაკანსიას გამყიდველ-კონსულტანტის თანამდებობაზე, 18-40 წლის ასაკის მქონე მამაკაცისათვის.

სამუშაო ადგილი: სამტრედია, ილია ჭავჭავაძის ქ. 46
სამუშაო საათები: სამუშაო დღე სრული განაკვეთით

მოვალეობები:

** კონსულტაციების გაწევა ფერმერებისათვის;
** გაყიდვების წარმოება მაღაზიაში;
** პროდუქციის გაყიდვებთან დაკავშირებული აქციების ჩატარება.

ცოდნა და უნარ-შესაძლებლობები:

** გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფეროში;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** გაწონასწორებულობა, მაღალი თვითკონტროლი;
** რთულ სიტუაციებში კომუნიკაციის უნარი;
** კარგი მეტყველების უნარი.

შერჩეული კანდიდატი გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას სამთვიანი გამოსაცდელი ვადით. ამ პერიოდის განმავლობაში მას ჩაუტარდება უფასო ტრენინგები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელფოსტაზე: vacancy@cartlis.ge, ასევე დაგვიკავშირდით ნომერზე 599 03 77 14.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |