www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამხმარე მასწავლებელი
მომწოდებელი: ბრიტანულ-ქართული აკადემია
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

ბრიტანულ-ქართული აკადემია აცხადებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის დამხმარე მასწავლებლის ვაკანსიას მიმდინარე სასწავლო წლიდან.

სამუშაოს აღწერა:

** სპეციალური მასწავლებლის ძირითადი მიზანია მასწავლებლის აქტიური მხარდაჭერა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან მუშაობის პროცესში, მის აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა, ასევე მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობა შემეცნებითი, ქცევითი, სოციალური, ფუნქციური და სხვა უნარების განვითარების მიზნით;
** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესა და კლასის დანარჩენ ბავშვებს შორის პოზიტიური ურთიერთობის ხელშეწყობა;
** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის აკადემიურ განვითარებასა და მოსწავლის საკლასო აქტივობებში ჩართულობის პროცესზე დაკვირვება. საჭიროების შემთხვევაში მასწავლებლისთვის შესაბამისი რეკომენდაციების გაწევა;
** მშობლებთან/მეურვესთან რეგულარული კომუნიკაცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განვითარების მონიტორინგისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციის გაცვლისა და შესაბამისი რეკომენდაციების გაწევის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი პედაგოგიური ან ფსიქოლოგიური განათლება;
** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან/მოსწავლეებთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** ბავშვის ფსიქო-სოციალური და კოგნიტური განვითარების თავისებურებების ცოდნა;
** თბილი, მზრუნველი, გულღია და სამართლიანი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნოთ აპლიკაციის შევსებული ფორმა: https://www.dropbox.com/s/fbd1i9y424fxh5u/bga-app-form3.pdf?dl=1 ელექტრონულ ფოსტაზე: bga@bga.ge არაუგვიანეს 2021 წლის 30 ოქტომბრისა.

სათაურში გთხოვთ მიუთითოთ "სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის დამხმარე მასწავლებელი". გაითვალისწინეთ, რომ განცხადებები აპლიკაციის ფორმის გარეშე არ განიხილება. გასაუბრებაზე დაბარებულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |